Reset Password

click to enable zoom
Loading Maps
We didn't find any results
open map
Make a Reservation
Advanced Search
Your search results
08.01.2019

ნორვეგია: როგორ შეუკვეთოთ შვეულმფრენი ოპერატიულად

შვეულმფრენის იჯარა ნორვეგიაში იძლევა სასიამოვნოსა და სასარგებლოს შერწყმის შესაძლებლობას: სწრაფად ჩახვიდეთ დანიშნულების პუნქტში და დატკბეთ პანორამული ხედებით სიმაღლიდან. შემთხვევითი არ არის, რომ ამ ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობენ საჰაერო ექსკურსიები.

ტურისტები მთელი მსოფლიოდან მოდიან აქ, რომ მოინახულონ მთები, მყინვარეები, ღრმა სანაპირო ფიორდები, მდინარეები გლომა, კლარელვენი, ლოგენი, დრამნსელვა, ტბები, ეროვნული პარკები და ქალაქების უნიკალური არქიტექტურა. ერთ დღეში ყველაზე საინტერესოს დათვალიერებაში დაგეხმარებათ ფრენა კომპანია AVIAV TM (Cofrance SARL)-ის საჰაერო ხომალდზე და საექსკურსიო პროგრამა, რომელიც შედგენილი იქნება თქვენთვის ინდივიდუალურად.

ჩვენ ვთავაზობთ შვეულმფრენებს ქვეყნის საჭირო წერტილში. ეს შეიძლება იყოს დიდი ქალაქები: ოსლო, ბერგენი, ტრონჰეიმი, სტავარგენი, კრისტიანსანი ან პატარა დაბები და აგრეთვე სამთოსათხილამურო კურორტები, იმ პირობით, რომ იქ არსებობს საჰაერო ხომალდის დასაჯდომი მოედანი.

შვეულმფრენების ონლაინ ჯავშნის სისტემა

საჭირო მარშრუტზე შვეულმფრენის ოპერატიულად შეკვეთისათვის შეავსეთ აღნიშნულ საიტზე ჯავშნის სპეციალური ფორმა. რეისი დასადასტურებლად საჭირო მონაცემებია:

  1. გამოფრენის და დანიშნულების პუნქტები,
  2. გამგზავრების სასურველი დრო და თარიღი,
  3. მგზავრების რაოდენობა,
  4. მოგზაურობენ თუ არა თქვენთან ერთად ბავშვები,
  5. გეგმავთ თუ არა შინაური ცხოველების წამოყვანას,
  6. ბარგის მიახლოებითი წონა,
  7. არის თუ არა მსხვილ გაბარიტიანი ან არასტანდარტული,
  8. შვეულმფრენის რომელი მოდელის შერჩევა გსურთ.

ამ ინფორმაციის გაცნობის შემდეგ AVIAV TM (Cofrance SARL)-ის მენეჯერი გირჩევთ შვეულმფრენის ხელსაყრელ მოდელს, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გიჭირთ გადაწყვეტილების მიღება. შემდეგ თქვენ შეგატყობინებენ რეისი ღირებულებას და შემოგთავაზებენ დამატებით მომსახურებას, როგორიცაა ტრანსფერი ავტომობილით ჰოლიპორტამდე. თუ თქვენ დაგაკმაყოფილებთ პირობები, შეგიძლიათ მოემზადოთ მოგზაურობისათვის: რეისის ორგანიზებას კომპანია საკუთარ თავზე აიღებს.

ამდენად, შვეულმფრენის იჯარა ნორვეგიაში – ეს ხელმისაწვდომი მომსახურებაა, რომელიც არ ითვალისწინებს არავითარ ბიუროკრატიულ სირთულეებს კლიენტისათვის. თქვენ უბრალოდ ნიშნავთ მარშრუტს და დღეს – დანარჩენს აკეთებენ AVIAV TM (Cofrance SARL)-ის თანამშრომლები. საშვეულმფრენო ტაქსი რამდენიმე წუთში მიგიყვანთ საჭირო პუნქტში. დაზოგეთ თქვენი დრო და დატკბით ფრენის განუმეორებელი თავისუფლებით!

Category: Услуги

Leave a Reply

Your email address will not be published.